“მაიმუნის ყვავილის” სავარაუდო შემთხვევა საქართველოში. ქვეყანაში საეჭვო ფაქტს იკვლევენ. ინფორმაციას ადასტურებს ამირან გამყრელიძე.
ანალიზები ლუგარშია გაგზავნილი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ შემთხვევის გარდა, დაკვირვება მიმდინარეობდა “მაიმუნის ყვავილის” კიდევ ერთ სხვა სავარაუდო შემთხვევაზე, მაგრამ ინფექცია არ დადასტურდა.
“გაიგზავნა ცირკულარი სამედიცინო ცენტრებში, რომ გაგვეძლიერებინა მეთვალყურეობა კანზე გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე. გასულ კვირას იყო ორი ასეთი შემთხვევა, რაც გამოვიკვლიეთ და ერთი შემთხვევა არ დადასტურდა, მეორე შემთხვევა განხილულ იქნა, როგორც სავარაუდო შემთხვევა და ახლა მიმდინარეობს კვლევები. ჯერჯერობით ოფიციალური დადასტურებული პასუხი არ გვაქვს, ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას უტარდება ყველაფერი ის რაც სჭირდება,” – აცხადებს გამყრელიძე.
წყარო: rustavi2