ოზურგეთში კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 21777 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21975 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 6 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 2 სტაციონარში, 4 კი ბინაზე მკურნალობს.