გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩატარდა კონფერენცია ,,ზრუნვის ეკონომიკა და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა“. კონფერენციის მონაწილე და სპიკერი იყო ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე.
ლიბერთი 2019 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი კომპანიაა საქართველოში. ბანკის ახალი სტრატეგიის მიზანია ადამიანებისა და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესება. ლიბერთის ინიციატივით და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად უკვე 300-მდე მეწარმე ქალმა ისარგებლა სპეციალური გადამზადების პროგრამით. მომავალში კი კომპანია კიდევ 2000-მდე ქალის გადამზადებას და მხარდაჭერას გეგმავს.
ლიბერთის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულების 50%, ხოლო მენეჯმენტის 30%-ს ქალები წარმოადგენენ. გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ქალს მისცემს შესაძლებლობას იყოს განათლებული, ძლიერი და დამოუკიდებელი. განათლების ხელშეწყობა და ზოგადად, ცნობიერების ამაღლება ლიბერთის მთავარი პრიორიტეტია.
,,ლიბერთი უკვე რამდენიმე წელია, მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობასთან ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით. დღევანდელი კონფერენციის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში ქალების მეტი ჩართულობა და ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა გახლდათ. მივესალმები კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივ მუშაობას როგორც ქალთა გაძლიერების, ასევე ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკისა და ზრუნვის ეკონომიკის ნაწილში. ლიბერთი, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში, მზად არის მონაწილეობა მიიღოს და თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროგრესულ და მნიშვნელოვან პროცესებში.” – ნინო ჩიხლაძე, ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
(R)