ჩინეთის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავი ცენტრალურ ჩინეთში სასწავლო მისიის დროს სახლებს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავდა, _ იტყობინება უცხოური მედია.
ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, J-7 არის ძველი მოდელის, ერთძრავიანი თვითმფრინავი, მისი წარმოშობა თარიღდება 1950-იანი წლებიდან და იწარმოებოდა თითქმის 50 წლის განმავლობაში, სანამ წარმოება არ დასრულდა 2013 წელს.