ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა რაც ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
“იმ კვირაში კიდევ გვქონდა ინფიცირების ახალი შემთხვევები, რომლებიც ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირდა. ამ კვირის განმავლობაში ჯერ ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გვაქვს”,_ განაცხადა ჯიბუტმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩოხატაურში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 8159 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8073 პაციენტი, გარდაცვლილია 68.