გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა, რაინბახში, სამხედრო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გერმანულ ჰაუბიცებზე უკრაინის ჯარების წვრთნები მალე დასრულდება, რაც, თავისთავად, იარაღის უკრაინაში გაგზავნას დააჩქარებს. ამის შესახებ reuters წერს.
თუმცა, გერმანიის თავდაცვის მინისტრი იარაღის უკრაინაში გაგზავნის თარიღებთან დაკავშირებით დეტალებს არ ასახელებს.
“Panzerhaubitze 2000-ის გამოყენების წვრთნები მალე დასრულდება, რათა უკრაინელმა სამხედროებმა იარაღის ომში გამოყენება შეძლონ”. – თქვა ლამბრეხტმა.
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინას, სხვა მძიმე იარაღთან ერთად, 1 000 ჰაუბიცა, 500 ტანკი და 1 000 დრონი სჭირდება.
დღეს, 14 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინი უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს. უკრაინა გერმანიისგან ასევე არტილერიის აღმოსაჩენ რადარსაც მიიღებს.
ავტორი