უკრაინამ მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაში დაღუპული დამატრებით 64 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა. – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინამ ღირსეულად დაკრძალვისთვის 64 გმირი აზოვსტალის დამცველის ცხედარი დააბრუნა. დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების პროცესი გრძელდება.“ – წერია განცხადებაში
სამინისტრომ განაცხადა, რომ ცხედრები “გაცვლის” გზით იქნა რეპატრირებული.