ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ექსპერტებთან ერთად მუშაობს “მაიმუნის ყვავილისთვის” ახალი სახელის დასარქმევად.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას 30-ზე მეტმა მეცნიერმა დაწერა, რომ ვირუსისთვის “არადისკრიმინაციული და არასტიგმატიური” სახელი გადაუდებლად აუცილებელია.
ბოლო კვირებში გლობალურად დაფიქსირდა დაავადების დაახლოებით 1600 შემთხვევა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მომავალ კვირას გამართავს გადაუდებელ შეხვედრას, იმის დასადგენად, მიეკუთვნება თუ არა ეს დაავადება, საერთაშორისო შეშფოთების გადაუდებელ მდგომარეობას – უმაღლეს განგაშს.