ოზურგეთელი ავთანდილ მამალაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალში იჭიდავებს!
რუმინეთში, ქ. ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს , რომელიც ჭიდაობაში იმართება 60 კგ. წონით კატეგორიაში ( ბერძნულ – რომაული სტილი) ავთანდილ მამალაძე ფინალში გავიდა. ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ავსტრიელი ისა ბეკტემიროვი 10:1 დაამარცხა და ფინალში აზერბაიჯანელ მაჰამედ გასიმსადეს დაუპირისპირდება ნახევარფინალამდე მამალაძემ იტალიელი ფედერიკიო სერჯიო კანილია (10:0), ლიეტუველი ეიმანტას ანდრიუშკა (4:0) და ჩეხი მარტინ კიჩი (15:7) დაამარცხა. ფინალი დღეს 17:00 საათზე დაიწყება.
ავტორი