რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაანადგურა ნატოს ქვეყნების მიერ მოწოდებული იარაღის საწყობი დასავლეთ უკრაინაში ლვოვის რეგიონში, _ ამის შესახებ CNN წერს.
„მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი კალიბრის რაკეტებმა ზოლოჩოვთან, ლვოვის ოლქის მახლობლად, გაანადგურეს ნატოს ქვეყნების მიერ უკრაინაში გადატანილი უცხოური იარაღის საბრძოლო მასალის საწყობი, მათ შორის 155 მმ M777 ჰაუბიცები“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ტელეკომპანიას წერს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს ეს განცხადებები.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო რუსული საკრუიზო რაკეტები ლვოვისა და ტერნოპოლის თავზე, მაგრამ აღიარეს, რომ ზოგიერთი რუსული დარტყმა წარმატებული იყო.
“შესაძლებელი იყო მხოლოდ ნაწილის ჩამოგდება. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი, არის ნგრევა.”, – თქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ავტორი