ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა. “ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმები იბრძვიან მისი სიცოცხლის გადასარჩენად”,_ გვეუბნება წყარო.
ფაქტი “გურია ნიუსს” ასევე დაუდასტურა მერის წარმომადგენელმა მარინა ლაგვილავამაც.
ავტორი