ამ წუთებში, ქალაქ ოზურგეთში, ტექნოპარკის შენობაში რეგიონული პილიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს.
როგორც “გურია ნიუსთვის“ ხდება ცნობილი, სხდომაზე განიხილება გურიაში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.
ოფიციალური ინფორმაციით, დეტალურად მოხდება რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი პროექტების, კონკრეტულად, საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, გაზმომარაგების, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტული კომპლექსების, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ობიექტების შესწავლა.
სხდომაზე, ასევე, ანგარიშით გამოვლნენ გურიის გუბერნატორი და სამივე მუნიციპალიტეტის მერები.
სხდომას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ინფრასტრიქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და კომიტეტის წევრები.
ავტორი