უკრაინელმა საზენიტო მსროლელებმა, ოდესის რეგიონში რუსი ოკუპანტების ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს, – ამის შესახებ Unian-ს სამხრეთის ოპერატიულ სარდლობაში განუცხადეს.
ოკუპანტებმა, რაკეტები დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაუშვეს.
“დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გასროლილი ორი რაკეტა “ონიქსი” საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფმა ზუსტი დარტყმით გაანადგურა”, – აცხადებენ სარდლობაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებული ყირიმის რაკეტებით ოდესის რეგიონს დაარტყეს .
ავტორი