რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ენმ-ს ლიდერებს მიმართავს.
“მივმართავ ენმ ლიდერებს!
აუხსენით თქვენს იმ აქტივისტებს, ვინც საჯაროდ მოითხოვს დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 30 მაჟორიტარული ოლქით ჩატარდება არჩევნები. 120/30 სისტემა კი ხელისუფლებისთვის უზარაზარი ფორაა, რადგან მაჟორიტარების ნახევარი წინასწარ უდევს ჯიბეში და მეორე ნახევარში იქნება კონკურენცია მხოლოდ.
რიგგარეშეს მიღწევის ძალა თუ გვექნა – 2 პროცენტიანი ბარიერით, სრულად პროპორციული სისტემით 150 დეპუტატის არჩევასაც მივაღწევთ სწრაფად. პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მეორე/ მესამე მოსმენით მიღებაა აუცილებელი არჩევნებამდე”, _ წერს ბერძენიშვილი.