უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკის მიერ მიწოდებული harpoon რაკეტებით შავ ზღვაში მძიმედ შეიარაღებული რუსული ხომალდი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინამ გაავრცელა.
როგორც Insider იუწყება, ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრანამ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების შესახებ განაცხადა.
ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ თქვა: “ჩვენმა საზღვაო ძალებმა დაარტყეს შავი ზღვის ფლოტის დამხმარე ხომალდს „ვასილი ბეხ“ საზენიტო სარაკეტო სისტემით. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ჩაიძირა. “