წინ ევროპისკენ _ ამ სლოგანით ცოტა ხნის წინ, ოზურგეთში აქცია გაიმართა. აქცია ერთგვარი გამოძახილი იყო ხვალ, თბილისში დაგეგმილი აქციისა.
სამოქალაქო აქტივისტები და აქციაზე შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შევიდეს ევროკავშირში.
“ჩვენი ხალხი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგანან. სამშობლოს დღეს სჭირდება ჩვენი ერთად დგომა. ფაქტი, რომ თქვენ დღეს აქ მოხვედით არის მნიშვნელოვანი, ამით თქვენ გამოხატეთ საკუთარი ნება. ჩვენ თუ ამას მასობრივად არ გავაკეთებთ, თუ ჩვენ ყველას არ დავანახებთ, რომ ქართველი ხალხის არცევანი არის ევროპული მომავალი, ისე არაფერი გამოვა. ჩვენ უნდა დავინახოთ მარტივი ჭეშმარიტება _ რომ გვაქვს ორი ალტერნატივა. ერთი ალტერნატივა არის რუსეთი, მეორე კი არის ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ ყოველ დღე, ყოველ წამს უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება ევროპული მომავალი. ჩვენი ახლობლები გარბიან ევროპაში იმიტომ, რომ ჩვენ აქ შეგვიქმნან უკეთესი მომავალი. ჩვენ აქ გვინდა გვქონდეს ევროპა, გვქონდეს უკეთესი მომავალი. რატომ უნდა მიდიოდნენ ჩვენი ახლობლები. რატომ უნდა წავიდე მე, ახალგაზრდა ადამიანი ქვეყნიდან, რომელმაც დავამთავრე უნივერსიტეტი და ჩამოვედი რეგიონში. აქ მთავარია ერთიანობა. ყველამ უნდა დავივიწყოთ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთად ვიმოქმედოთ. თავზე უნდა დავდგეთ ჩვენს ხელისუფლებას და ვუკარნახოთ რა როგორ უნდა გავაკეთოთ. მათ უნდა ვუქნიოთ თითი, რადგან ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში ევროპას ვუქნიოთ თითი. ახლა ერთიანობის და ერთად დგომის, აქტიურობის დროა, _ თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, სამოქალაქო მოძრაობის “თავისუფლების” წევრმა თაკო მიქაძემ.
ავტორი