გურიაში, უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ხვალ, დაფიქსირდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა დაბლობ რაიონებში + 30 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში +23 გრადუსი. დღის მეორე ნახევრიდან კი 23 ივნისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ცვალებადი მიმართულების ქარის გაძლიერდება.
24 ივნისს, შედარებით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ 25-26 ივნისს, შაბათ-კვირას მცირე ხანმოკლე წვიმები, ელჭექებით არის მოსალოდნელი”,_ ამბობს გვაზავა.