უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი გამძლეობის მიუხედავად, უკრაინაში ომის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის, – აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.
“რუსულ ძალებს აქვთ უპირატესობა არტილერიაში და მძიმე ტექნიკაში. ეს არ აშინებს ჩვენს მეომრებს. ჩვენ ვიკავებთ ჩვენს პოზიციებს. დროდადრო ვახორციელებთ კონტრშეტევებს, მაგრამ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ შორს ვართ მისი დასასრულეებისგან“, – განაცხადა დანილოვმა.
მან დასძინა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება “დაძაბული და რთულია”.
მისი თქმით, რუსეთი კვლავ აპირებს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდებას.
,,მე არ ვარ იმ ბანაკიდან, რომელსაც სჯერა, რომ რუსული არმია სუსტია. მათ ძალიან დიდი რესურსები აქვთ, რომელიც აქ მოიყვანეს.
მათ ნამდვილად არ შეუცვლიათ მთელი ქვეყნის დაპყრობის გეგმა. ისინი ამას საჯაროდ აცხადებენ. მათ ყველა ნიღაბი ჩამოიხსნეს”, – განაცხადა დანილოვმა.
მან ასევე თქვა, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მოიცავდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის ხუთ ცალკეულ მცდელობას, ყველა მათგანი თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. თუმცა, მან დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა.
ავტორი