რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნოვომოსკოვსკი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაცია დნიპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარემ, მიკოლა ლუკაშუკმა გაავრცელა.
მისი ინფორმაციით, რუსების იერიშების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.
“დაბომბვის შედეგად მიღებული დამწვრობის გამო, 8 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფება, 4 პირი კი ამბულატორიულ მკურნალობას გადის”, – ამბობს მიკოლა ლუკაშუკი.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ასევე დაბომბეს ზელენოდოლსკისა და აპოსტოლოვეს საზოგადოებების სასაზღვრო რაიონები, ისევე როგორც სოფელი პერშე ტრავნია კრივი რიჰში. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
9 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
ავტორი