საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკირება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოში შიმშილი. ამის შესახებ კოლონნამ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, იუწყება Ukrinform.
“რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მსოფლიო შიმშილთან თამაში”, – თქვა დიპლომატმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკირება და უკრაინაში შენახვის ინფრასტრუქტურის განადგურება“.
მინისტრის თქმით, საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს გაეროს გენერალური მდივნის ძალისხმევას და თურქეთის განსაკუთრებულ როლს შეთანხმების მოპოვებაში შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის გასაადვილებლად.