ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 10852 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10764 პაციენტი, გარდაცვლილია 83. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 5 შემთხვევა.