პოლიტიკური სკანდალი იტალიაში- საგარეო საქმეთა მინისტრმა პარტია დატოვა. ამის მიზეზად კი ლუიჯი დი მაიომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
„ჩვენ აუცილებლად უნდა აგვერჩია, ისტორიის რომელ მხარეს გვსურს დგომა – უკრაინის მხარეს, რომელსაც თავს დაესხნენ, თუ აგრესორი რუსეთის მხარეს. პარტიის რამდენიმე ლიდერის პოზიცია რისკს უქმნიდა ქვეყნას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, რამდენიმე დღეში შეიქმნება ახალი საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც მარიო დრაგის მთავრობას დაუჭერს მხარს.