,,უკრაინას შესაძლოა 1 ტრილიონ ევრომდე უცხოური დახმარება დასჭირდეს რუსეთის შემჭრის შედეგად მიყენებული ზარალის გამოსასწორებლად“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელმა ვერნერ ჰოიერმა.
“მე დავასახელე რაოდენობა – 1 ტრილიონი ევრო, რადგან საჯარო სივრცეებში რა ციფრებიც ვნახე, არარეალისტურია იმ განადგურების ფონზე, რასაც ვუყურებ”, – თქვა ევროკავშირის კრედიტების გამცემი ორგანოს ხელმძღვანელმა.
ფრანკფურტში გამართულ ბრიფინგზე ჰოიერმა აღნიშნა, რომ ამ პირობებში ევროპას მთავარი როლის შესრულება მოუწევს.
22 და 23 ივნისს, ბრიუსელში გასამართ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის რეკონსტრუქციისა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებსაც განიხილავენ.
მაისის შუა რიცხვებში ევროკომისიამ წარადგინა დახმარების პაკეტი უკრაინის ფინანსური საჭიროებების ნაწილობრივ დასაფარად, რაც თვეში დაახლოებით 5 მილიარდ ევროს შეადგენს.
ავტორი