პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში წლიურ ანგარიშს წარადგენს, რაც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
მთავრობის მეთაურმა “ლელოს” დეპუტატ სალომე სამადაშვილს “ქვეყნის მოღალატე” უწოდა.
“ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს”, – თქვა ღარიბაშვილმა საპარლამენტი ტრიბუნიდან.
მიღწევებზე საუბრისას პრემიერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ შეაწყვეტინა სიტყვა. მან დარბაზიდან გააპროტესტა ღარიბაშვილის განცხადება და დაინტერესდა, რა მიღწევებზე საუბრობდა იგი.
ირაკლი ღარიბაშვილმა დეკანოიძეს მიმართა: “წამალი არ გაქვთ? მიუტანეთ დაამშვიდეთ… ექიმს ხომ არ დავუძახოთ? გეტყვით ყველაფერს, თქვენც და ყველას”
დეკანოიძეს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე მოუწოდა სიმშვიდისა და გაჩუმებისკენ, მისცა შენიშვნა და დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.
ღარიბაშვილმა თავის გამოსვლა ევროკომისიის დასკვნაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ, რასაც ღარიბაშვილმა “ნანატრი ჩანაწერი” უწოდა.
ავტორი