ოზურგეთში, ექადიის უბანში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე, წუხანდელმა წვიმის ნიაღვარმა, აქ მცხოვრებ მაკა გობრონიძეს მთლიანად გაუნადგურა ვარდებს ბარი და ბოსტანი, სხვადასხვა ნარგაობები.
_ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია ხდება. ეს არხები, სანიაღვრე პირდაპირ ჩვენს ეზოზეა მომართული. საშინელება გვჭირს, წუხელ, ნიაღვარმა მიწასთან გაასწორა ჩემი ოჯახის ნაშრომი. წყალი სახლში შემოვარდა, წააქცია ღობეები, ბოსტანში აღარაფერი მაქვს,_ ტირილით საუბრობს „გურია ნიუსთან“ მაკა გობრონიძე.
ქალბატონი მაკას ვარდები მთელ საქართველოშია ცნობილი.
„გზამშენი-18“-ის უფროსი თემურ ჯახვა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ საქმის მოგვარება ოზურგეთის მერიის მოვალეობაა.
ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში, ჯერჯერობით , ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობენ.
ავტორი