უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფი ელიტა, რომელიც NATO-სთან დაპირისპირებისთვის იყო მომზადებული.
აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად СБУ ოკუპანტების სატელეფონო საუბარს აქვეყნებს.
ჩანაწერიდან ცნობილი ხდება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის დასაცლეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები სრულად დაამარცხეს და გადარჩნენ მხოლოდ ის სამხედროები, რომლებმაც უკრაინაზე თავდასხმაზე უარი თქვეს.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქში შედის მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი. მასში შედის “სამხედრო ელიტა”, რომელიც NATO-ს ძალებთან დაპირისპირებისთვის იყო მომზადებული.
“დასავლეთის ოლქი აღარ არის, რადგან მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც არ წავიდნენ. ზოგიერთი აღმოსავლელი ჩემს გვერდით მიდის, რადგან დასავლელები თითქმის აღარ არიან. ყველა ტექნიკა დაზიანებულია, საბურავები დახვერილია, კოშკურა აღარ მუშაობს, მერე კიდევ რაღაც სხვა არ მუშაობს და ასე. მოხალისეები მიდიან ბოლომდე და სულ ეს არის”. – ისმის ჩანაწერში.
ასევე ჩანაწერში, ერთ-ერთი ოკუპანტი აღნიშნავს, რომ ბრძოლას ბევრი ოფიცერი ემსხვერპლა და ქვეითების უდიდესი რაოდენობა გამოიყენება როგორც “ცოცხალი ხორცი”. ასევე, არასაკმარისია მძღოლების რაოდენობაც.
ავტორი