1698 წელს ლონდონის ერთ-ერთმა გაზეთმა ასეთი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა: „ტაუერში დაბანენ თეთრ ლომებს. სანახაობაზე დასწრება უფასოა!“ ტაუერის წინ უამრავი ადამიანი შეიკრიბა. გავიდა 162 წელი და ლონდონის უკვე სხვა გაზეთმა ეს ხუმრობა გაიმეორა. შედეგი იგივე იყო.
1986 წელს გაზეთმა „პარიზენმა“ გამოაცხადა, რომ ეიფელის კოშკს დაშლიდნენ და მის ადგილას სასტუმროს ააშენებდნენ. კოშკს კი ქალაქგარეთ გადაიტანდნენ. საფრანგეთში ამ ხუმრობაზე არავის გაეცინა. პირიქით, კინაღამ სახალხო მღელვარება დაიწყო.
1957 წელს „ბიბისიმ“ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, შვეიცარიაში მაკარონის არნახული მოსავალი მიიღესო. გამოხმაურებები გამაოგნებელი იყო. რედაქციაში რეკავდნენ და კითხულობდნენ. მაკარონები ვერტიკალურად იზრდება თუ მიწაზეა გართხმული, ხე ხომ არ ისხამს, ნერგი სად ვიშოვოთო… ეჭვი თითქმის არავის შეპარვია.
ავტორი