უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 26 ივნისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 34 850;
- ტანკი – 1 532;
- ჯავშანტექნიკა – 3 659;
- საარტილერიო სისტემა – 764;
- სარაკეტო სისტემა – 243;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99;
- თვითმფრინავები – 217;
- ვერტმფრენი – 184;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 630;
- საკრუიზო რაკეტები – 139;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 564;
- გემი/ნავი/კატარღა – 14;
- სპეციალური აღჭურვილობა – 60.