ოზურგეთში კოვიდინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 12 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 5 სტაციონარში, 7 კი ბინაზე მკურნალობს.
სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 21801 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21693 პაციენტი, გარდაცვლილია 96.