,,ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლის მცხოვრებლებს „აიძულებენ ინადირონ მტრედებზე“, რათა იკვებონ“ – განაცხადა მარიუპოლის დევნილმა მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ.
ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლის მაცხოვრებლებს „აიძულებენ ინადირონ მტრედებზე“, რათა იკვებონ, _ განაცხადა მარიუპოლის დევნილმა მერმა ვადიმ ბოიჩენკომ
ბოიჩენკომ თქვა, რომ მოსახლეობა „გამოყენებულ ხაფანგებს იყენებს“ მტრედების დასაჭერად, მისივე თქმით რუსული ძალები „დასცინიან ადამიანებს, რომლებიც ომამდე სრულფასოვნად ცხოვრობდნენ – არ იცოდნენ რა იყო შიმშილი ან სასმელი წყლის ნაკლებობა“.
„ეს საშინელებები ხდება 21-ე საუკუნეში, ევროპის გულში, მთელი მსოფლიოს თვალწინ“, – დასძინა მან.
ბოიჩენკოს განცხადება დასრულდა რამდენიმე რჩევით მტრედების ჭამის საშიშროების შესახებ. ვიდოეში მარიუპოლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ლაზარენკომ თქვა: „მტრედები მრავალი ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადების გამრავლების საფუძველია. ამასთან დაკავშირებით, ხორცი შეიძლება დაინფიცირდეს. მას შეუძლია გამოიწვიოს ჰისტოპლაზმოზი, ენცეფალიტი, ორნიტოზი, სალმონელოზი, ტოქსოპლაზმოზი და სხვა საშიში დაავადებები. ასეთი დაავადებები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის. სათანადო სამედიცინო დახმარების არარსებობის შემთხვევაში, ამან შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს“.
ავტორი