ჩოხატაურში, წინა კვირას ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
კითხვაზე, როგორია ეპიდვითარება ჩოხატაურში, ჯიბუტი გვპასუხობს:
“მართალია, სხვა მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების მატება, მაგრამ ამ ჯერჯერობით ჩვენთან არ შეინიშნება. ამ ეტაპზე ეპიდვითარება სტაბილურია”.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ნატო ჯიბუტის თქმით, ტემპი დაბალია.
მისივე ინფორმაციით, ჩოხატაურში, სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 8162 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8091 პაციენტი, გარდაცვლილია 68.