რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრს დაარტყეს, – ინფორმაციას ქალაქის მერი ბორის ფილატოვი ავრცელებს.
ის ადგილობრივებს მოუწოდებს, არ დატოვონ თავშესაფრები, არ გამოაქვეყნონ ფოტოები და ვოდეოები.
“ჩვენ არ ვტოვებთ თავშესაფრებს. ჩვენ არ ვაქვეყნებთ ფოტოებს და ვიდეოებს”, – უთხრა მან მოქალაქეებს.
ფილატოვის ინფორმაციით, მტრის რაკეტამ დიზელის მანქანების ადგილობრივი სერვის სადგურს დაარტყა.
ამ დროისათვის უკრაინის მასშტაბით ბევრ რაიონშია საჰაერო განგაში გამოცხადებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მორიგი თავდასხმა მოხდა მიკოლაევზე, თუმცა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
ავტორი