უკრაინის ქალაქ მიკოლაევის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსებმა ღამით დაახლოებით 11 რაკეტა ისროლეს.
მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, ზოგიერთი მათგანი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
მისივე განცხადებით, 3 ადამიანი დაიღუპა მიკოლაივის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სანაპირო ქალაქ ოჩაკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად. დაღუპულებს შორის ერთი 6 წლის გოგოა. დაშავდა 6 ადამიანი.
სამხრეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა ნატალია ჰუმენუკმა განაცხადა, რომ რუსებმა გამოიყენეს KH-22 რაკეტები – იგივე ტიპის რაკეტები, რომლებიც ორშაბათს დაარტყეს კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს.
ავტორი