დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეიძლება არ შემოიფარგლოს მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმით.
„არსებობს ძალიან რეალური საფრთხე, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინის ფარგლებს გარეთ განახორციელებს თავდასხმას“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
ბენ უოლესის თქმით, რუსეთი ახლა პირდაპირ და უშუალო საფრთხეს უქმნის ევროპის ყველა ქვეყანას.
ამავდროულად, უოლესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა უნდა გაზარდოს ინვესტიციები თავდაცვის სექტორში, რათა დაუპირისპირდეს რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალ საფრთხეებს.
ავტორი