,რუსეთი ჯერ უნდა დამარცხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ არის რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელი.“ – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა მადრიდში გამართულ NATO-ს სამიტზე თქვა.
“არიან ისეთები ვინც ამბობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს მოლაპარაკებების შესაძლებლობა ახლა, მაშინ, როცა რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინაშია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ყალბ მშვიდობას მოიტანს და მომავალში დამატებით აგრესიას გამოიწვევს.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი წარსულიდან, მინსკის პროტოკოლის მარცხი მაგალითად, იმისთვის, რომ შევძლოთ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა. ამიტომ, ჩემი ძლიერი მესიჯია, რომ ჩვენ ჯერ უნდა დავამარცხოთ რუსეთი და შემდეგ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები”, – თქვა ლიზ ტრასმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში მადრიდში NATO-ს ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს.
ავტორი