გველების კუნძული უკრაინის კონტროლის ქვეშაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან გაიყვანა თავისი ძალები გველების კუნძულიდან.
„კეთილგანწყობილი ჟესტის სახით, რუსმა ჯარებმა დღეს დაასრულეს გველების კუნძულზე დავალების შესრულება და იქ განლაგებული გარნიზონი გაიყვანეს“, – აცხადებენ სამინისტროში.