საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის შეჩერდება არ შეიძლება.„უკრაინის ბრძოლა არის ევროკავშირისა და ნატო-ს ბრძოლა“, – აღნიშნა მაკრონმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, საფრანგეთი, უახლოეს მომავალში, უკრაინაში დამატებით თვითმავალ ჰაუბიცებს გაგზავნის.
„საფრანგეთი უკრაინას უახლოეს მომავალში კიდევ ექვს CESAR-ს გადასცემს, რათა დაეხმაროს მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აღნიშნა მაკრონმა.