პოლონეთის მთავრობა უკრაინელ ლტოლვილებს აღარ გადაუხდის ლტოლვილს კვებისა და საცხოვრებელი ადგილის ხარჯებს. ამის შესახებ განაცხადა შსს-ს და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და ლტოლვილთა საკითხებში მთავრობის წარმომადგენელმა პაველ ბოსერნაკერმა TVP Info-ზე.
– ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პოლონეთში ბევრ ადამიანს შეუძლია გახდეს დამოუკიდებელი და ადაპტირდეს – თქვა მან და დასძინა, რომ გამონაკლისებიც იქნება. შეღავათები გაგრძელდება „ინვალიდებისთვის, ორსული ქალებისთვის ან მრავალშვილიანებისთვის“.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილება უკრაინელი ლტოლვილებისთვის გადასახადების შეჩერების თაობაზე იმ დიდი ხარჯებით აიხსნება, რომელიც წინა 4 თვეში განხორციელდა.