მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ქალაქში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც 100-ზე მეტი ცხედარია.
მისი ინფორმაციით, მასობრივი საფლავი კიევის ქუჩაზე ნახეს. მერის მრჩეველი ამბობს, რომ მარიუპოლში ექსჰუმაცია, ფაქტობრივად, შეჩერებულია.
“თებერვლის ბოლოდან იქ 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარია. საოკუპაციო ხელისუფლება იმდენად გაიტაცა აღდგენის სურათის შექმნამ, რომ ხელახალ დასაფლავებამდე ვერ მიაღწიეს. ქუჩის დროებითი საფლავები თანდათან მუდმივ საფლავებად იქცევა”, – თქვა მან.
ცნობისთვის, მარიუპოლი ამ დრომდე ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა. ქალაქის ქუჩებში ტონობით ნაგავია დაგროვილი. მერი ამბობს, რომ ქალაქი ეპიდემიოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა, გავრცელებულია ინფექციური დაავადებები – მათ შორის ქოლერა და დიზენტერია.
ავტორი