ukrayinska pravda-ს ინფორმაციით, რუსეთმა ზმეინის, ( გველების) კუნძულიდან შეიარაღებული დანაყოფები გაიყვანა, მაგრამ კუნძულზე საჰაერო დარტყმა განახორციელა.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობა არ ემორჩილება საკუთარ „კეთილი ნების“ განცხადებებსაც კი. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ბილბეკის აეროდრომიდან ფოსფორის ბომბის გამოყენებით კუნძულ ზმიინიზე (გველი) ორი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მანამდე კი აცხადებდნენ, რომ მათ იქ „შეასრულეს“ მისია”,_ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.