დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ასაკოვანი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
წყარო: ipn.ge