რუსთაველის გამზირზე, აქციის დაწყებამდე 2 საათით ადრე, შსს-მ მობილიზება დაიწყო. პარლამენტის შოდა ეზოში უკვე შეიყვანეს პოლიციის ავტობუსები. სამართალდამცველების გადაადგილება შეინიშნება კანცელარიის ტერიტორიაზეც.
დღეს, 20 საათზე საქართველოს პარლამენტთან სახალხო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” აქციას მართავს. დღეს იწურება ღარიბაშვილისა და მისი მთავრობისთვის, გადადგომისთვის მიცემულ ულტიმატუმის ვადა. აქციას ხალხი რეგიონებიდანაც უერთდება. მსვლელობისთვის ემზადებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც, რომლებიც ჯერ რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
წყარო: mtavari.tv