დონეცკის ოლქში სლავიანსკი დაბომბეს. შედეგად, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. – ამის შესახებ დონეცკის რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ტატიანა იგნაჩენკომ განაცხადა.
დონეცკის ოლქის ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
“რეგიონის ტერიტორიაზე ხალხის დარჩენა სახიფათოა. ადამიანებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სიებში, ჩასხდნენ ავტობუსში და წავიდნენ პოკროვსკში, იქიდან გადის ევაკუაციის მატარებელი, რომელიც მიიყვანს მათ დნიპროში ან ლვოვში“, – ამბობს იგნაჩენკო.