ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში (ჭანიეთის თემი), შუაღამისას დათვი ორ ოჯახში შეიპარა _ ჯერ ბესიკ არობელიძის ეზოში შევიდა, გვიან ღამით, სკები ააყირავა და რაც თაფლი იყო, სულ მიირთვა. შემდეგ კი გოგიტა ქავთარაძის ფუტკარსაც მიადგა. თუმცა, აქ , როგორც ოჯახში ამბობენ, მხოლოდ გადაყირავებული სკები დახვდათ. თაფლი კი არ იყო შეჭმული.
_ ეტყობა, ძაღლმა დაიყეფა ან რაიმე ხმაურზე შეშინდა და გაიქცა. თორემ მეზობელთან სულ შეჭამა თაფლი, _ გვითხრა გოგიტა ქავთარაძემ.
სოფელში დათვის მსუნაგობამ კი გააცინა ადგილობრივები, თუმცა შეშინდნენ კიდეც.
_ ასეთი ცუდი ამინდი, ასე წვიმიანი ზაფხული არასდროს გვახსოვს. ნადირიც გადაირია და შემოვარდა ეზოებში. ყურადღება გვმართებს, შინაური პირუტყვიც არ შეგვიჭამოს, _ამბობენ ქაქუთელები.
ავტორი