ukrayinska pravda-ს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უარყოფენ The Economists-ის მტკიცებას, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონს მიუახლოვდნენ.
როგორც გამოცემა იუწყება, ნატალია ჰუმენიუკმა, “პივდენის” ოპერატიული სარდლობის ერთიანი კოორდინაციული პრეს-ცენტრის ხელმძღვანელიმა განმარტა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინელი სამხედორები ხერსონიდან 1 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან, არა მხოლოდ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს.
“მხოლოდ სამხედროებს შეუძლიათ თავიანთი პროგრესის შესახებ კომენტარის გაკეთება. ნებისმიერი ანალიტიკოსი, დეპუტატი ან სხვა აქტიური პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწე მხოლოდ ზიანს აყენებს ასეთი პრეტენზიების გამოცხადებით და ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებით.
ჯერ ერთი, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მეორეც, აბნევს ჩვენს ხალხს, ადგილობრივებს. ასეთი ინფორმაცია ზიანს აყენებს არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციას, არამედ მათ საჯარო იმიჯს, ვინც ამას აკეთებს“,_ განაცხადა მან.
ამავდროულად, ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები უკრაინის სამხრეთში “ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად მოძრაობენ” და ოპერაციის გასაგრძელებლად მედიის დუმილი მოითხოვა.