22 ივნისს, ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად, სენაკში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე.
სტიქიამ დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლები – დაზიანდა ხიდები, შიდა გზები, დაიტბორა სავარგულები.
სტიქიის ამსახველ ფოტოებს ჟურნალისტი ჯემალ ღამბაშიძე ავრცელებს. “დამამუნჯა”, _ წერს ღამბაშიძე.
სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ჯერ არ არის ცნობილი, რა რაოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს.