გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს, 6 ივლისს დაზვერვის განახლებაში განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აგრძელებს კონტროლის გამყარებას ლისიჩანსკა და ლუგანსკის ოლქებზე.
დაზვერვის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, კიდევ 5 კმ-მდე დაწინაურდნენ იზუმიდან მთავარ E40 გზაზე.
“არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სლოვიანსკისთვის ბრძოლა დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი საკვანძო ნაწილი იქნება”, – წერს დაზვერვა.
უწყების ცნობით, რუსული ძალები ახლა დაახლოებით 16 კილომეტრში არიან ჩრდილოეთით, ქალაქ სლოვიანსკიდან.
ავტორი