უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვამ, შავი ზღვის თავზე რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული ორი საკრუიზო რაკეტა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” ავრცელებს.
“6 ივლისს, “სამხრეთის” საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფის ჯარისკაცებმა გაანადგურეს “კალიბრის” ტიპის ორი რუსული საზღვაო საკრუიზო რაკეტა, რომლითაც მტერი ნიკოლაევის რეგიონზე შეტევას ცდილობდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, რაკეტები რუსული წყალქვეშა ნავიდან იყო გაშვებული.
ავტორი