როგორც ცოტა ხნის წინ ვიუწყებოდით, სენაკში, ჭყონდიდელის ქუჩაზე ტრაგედია მოხდა _ მეხუთე სართულიდან, საკუთარი ბინიდან 53 წლის ქალი გადმოვარდა და დაიღუპა.
როგორც გარდაცვლილი ქალის ნათესავი “გურია ნიუსთან” ამბობს, გარდარდაცვლილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და სავარაუდოდ, გადახტა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
ადგილზე შსს-ს თანამშრომლები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.