უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში, რუსმა ოკუპანტებამა სარაკეტო თავდასხმა კრამატორსკის ცენტრზე განახორციელეს. ამის შესახებ იტყობინება რეგიონული წარმომადგენელი.
კრამატორსკის მერის თქმით, ქალაქზე თავდასხმის შემდეგ არის მსხვერპლი.
„ჩვენ ვიკვლევთ შედეგებს, სამაშველო სამსახურები მუშაობენ“, _ განაცხადა ოლექსანდრ ჰონჩარენკომ Telegram-ზე.
დარჩით თავშესაფარში, საფრთხე არ დასრულებულა“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, აღმოსავლეთში კონტროლისთვის ბრძოლა გამძაფრდება და რუსული ძალები დონეცკში განახლებული თავდასხმისთვის ემზადებიან, ასობით და ათასობით ადამიანს უკრაინელი ოფიციალური პირები მოუწოდებენ რეგიონის ევაკუაციისკენ .
„რუსეთმა დონეცკის რეგიონი გადააქცია ცხელ წერტილად, სადაც სახიფათოა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დარჩენა“, – განაცხადა დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ ოთხშაბათს ტორეცკში სარაკეტო დარტყმის კომენტირებისას.
„ყველას მოვუწოდებ ევაკუაციისკენ. ევაკუაცია გადაარჩენს სიცოცხლეს“, – დასძინა მან.
ავტორი